28 აპრილი 2024,   09:06
ვრცლად
"ხელისუფლება არის პოზაში, რომელსაც სურს, რომ ეს ოპერაცია საზოგადოებას შეასაღოს წარმატებულად"-თამარ კორძაია

„რესპუბლიკური პარტიის“ მდივანი თამარ კორძაია გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვებს არ სვავს. ამის მიზეზი კი კორძაიას თქმით არის ის, რომ მას არ აქვს პასუხების მიღების იმედი.

თამარ კორძაიას განცხადებით, მან ვერც აქამდე მიიღო სხვა საქმეებთან დაკავშირებით პასუხები, რაც ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია. „რესპუბლიკური პარტიის“ მდივანი ამბობს, რომ ხელისუფლება არის პოზაში, რომელსაც სურს, რომ ეს ოპერაცია საზოგადოებას შეასაღოს წარმატებულად, მაშინ როდესაც ელემენტარულ კითხვებზე პასუხები არ აქვს.

„დღევანდელი ხელისუფლებისთვის არის დამახასიათებელი, რომ სტრასბურგში სასამართლოს წააგებს და ამბობს მოვიგეთ. პასუხები არ აქვს სპეცოპერაციაზე და ამბობს. რომ ის წარმატებულია,“-აცხადებს თამარ კორძაია.

მისი თქმით დღევანდელი ხელისუფლება არის სირაქლემას პოზაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები