28 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
საწვავის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ლარის რეკორდული გაუფასურების შემდეგ საწვავის ფასმაც რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საწვავი 60 თეთრით გაძვირდა.

საწვავის რეკორდულ ფასს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში ორ ფაქტორს - საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდასა და ლარის გაუფასურებას უკავშირებენ.

ლარის პერმანენტული გაუფასურების ფონზე ნავთობკომპანიების პროგნოზი დამაიმედებელი არ არის.

მთავრობის წევრები მცურავი კურსის მახასიათებლებზე საუბრობენ და ინფლაციის საგანგაშო ნიშნულის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის რეაგირებას ელოდებიან.

საწვავზე ფასის ზრდას ლარის გაუფასურებასთან ერთად ეკონომისტები მთავრობის არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ. ექსპერტების აზრით, ნავთობპროდუქტებზე რეკორდული ფასის დაფიქსირებას ხელი აქციზის გაზრდამაც შეუწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები