26 აპრილი 2024,   10:05
ვრცლად
რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება-დეპუტატების შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის კითხვებს უპასუხა. კობა გვენეტაძისგან ოპოზიცია იმის გაგებას შეეცადა თუ რა ახდენს ზეწოლას ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც გაუფასურების პიკშია. შეხვედრა პარლამენტში მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა.

თავად კობა გვენეტაძემ თავი შეიკავა მთავრობის კრიტიკისგან მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მოითხოვდა შეეფასებინა გამოიწვია თუ არა ლარის გაუფასურება ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ოპოზიციას ჰქონდა, 2 კვირის წინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრას უკავშირდებოდა, სადაც ინფლაციის საკითხს განიხილავდნენ. კითხვაზე იმყოფებოდა თუ არა კობა გვენეტაძე ამ შეხვედრაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა რომ არა.

ლარის კურსის ანტირეკორდი უკვე რამდენიმე კვირაა სტაბილურად არის შენარჩუნებული. სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2 ლარად და 70 თეთრად არის შესაძლებელია, კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი 2 ლარი და 75 თეთრი ღირს.

დღის ამბები