26 აპრილი 2024,   09:34
ვრცლად
"არ დავთმოთ ღამე" - აქცია სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ

სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ “ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა” საპროტესტო მსვლელობა გამართა. აქციის მონაწილეთა თქმით, თბილისში გახშირებულია ამ სახის ძალადობა მიწისქვეშა გადასასვლელებში და ტრანსპორტში, საფრთხე კი, განსაკუთრებით ღამის საათებში მატულობს.

ორგანიზატორების განცხადებით, აქცია ყოველწლიური მსვლელობის "არ დავთმოთ ღამეს" ფარგლებში გაიმართა.

მონაწილეები გმირთა მოედანზე ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდნენ და მსვლელობა "მზიურში" დაასრულეს. მთავარი მოთხოვნა, ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერებაა.

„ეს არის სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ჩატარებული აქცია, ვინაიდან, ღამით განსაკუთრებით სახიფათოა ქალებისთვის, ისინი ვერ გამოდიან გარეთ, ვერ გადაადგილდებიან მარტო. ან უნდა იარონ ვინმესთან ერთად ან უნდა ისარგებლონ ტაქსის სერვისით და ეს ძალიან აფერხებს ქალების ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და ჩვენ გვინდა, რომ ქუჩა დღისითაც და ღამითაც იყოს უსაფრთხო,“ - განაცხადა ”ქალთა მოძრაობის” დამფუძნებელმა ბაია პატარაიამ.

დღის ამბები