22 ივნისი 2018,   09:45
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია განიხილება - არმაზ ახვლედიანი 

"გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად შს მინისტრი, გიორგი გახარია, განიხილება," - ამის შესახებ განცხადება ქართული ოცნების ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა, არმაზ ახვლედიანმა, განსხვავებულ აქცენტებში გააკეთა.

ახვლედიანის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვეტილია, განიხილება ფინანსთა მინისტრის და შს მინისტრი კანდიდატურები, თუმცა, სავარაუდოდ, არჩევანი სწორედ შს მინისტრზე გაკეთდება.

„გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს პრემიერი, როდის უნდა წავიდეს პრემიერი სახლში, რა უნდა მოხდეს საერთოდ, პოლიტიკური გუნდი არ იღებს. ეს ერთი, მეორე - პოლიტიკური გუნდი კვირიკაშვილს არ გააჩნია, მესამე - ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური ორგანიზმი კლასიკური გაგებით, არ არსებობს. თუ ვინმე ბრძანებს დღეს, რა მდგომარეობაშია პარტია ქართლი ოცნება, იქ რა ხდება არჩევნების შემდეგ, გენერალური მდივანი ვინ არის, ერთი ნიშანი ამ პარტიის გადემოკრატიულებისა ვინმემ დამისახელოს და ტაშს შემოვკრავ აქვე.

"კვირიკაშვილის მანდატი, ჩემი დაკვირვებით, ამოწურულია იმიტომ, რომ მან შეასრულა ის მისია, რაც დაკისრებული ჰქონდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სახე სჭირდებოდა ოცნებას. მაშინ ღარიბაშვილის შემდეგ საჭირო იყო კვირიკაშვილისნაირი პრემიერი...  

„სხვა მოთამაშეები გამოჩნდნენ, გაცილებით უფრო სანდო, გაცილებით უფრო ადეკვატურები დღეს. ასეთია, სულ ცოტა, ორი ახალი მინისტრი, ერთი ფინანსთა მინისტრი, მაგრამ გაცილებით უფრო სერიოზულად განიხილება შს მინისტრი და ვფიქრობ, რომ  ერთ ღამეში მიღებული გადაწყვეტილება სამთავრობო ცვლილებებისა, რომლის შესახებაც ბოლომდე შესაძლოა, თავად პრემიერმაც არ იცოდა, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ წინ ახალი მნიშვნელოვანი ცვლილებაა,“ - აცხადებს ახვლედიანი.

 

დღის ამბები