26 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
პიროტექნიკით დაშავებულების რაოდენობა გაზრდილია - ექიმები მძიმე დაზიანებებზე საუბრობენ

44 დაშავებული ბოლო როდი დროის განმავლობაში. პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო თბილისში დაშავებულების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, საავადმყოფოში მიღებული დაზიანებების გამო 44 ადამიანი მოხვდა. მათგან 21 ბავშვია.

ექიმების ინფორმაციით, ჰოსპიტალიზირებულებს ტრავმები და დამწვრობები ძირითადად ხელებისა და სახის არეში აქვთ მიღებული.

ერთ-ერთი ასეთი დაშავებული რევაზ დონდულაა, რომელსაც პიროტექნიკა მაშინ აუფეთქდა, როდესაც საკუთარი შვილი მის გვერდით იმყოფებოდა.

 "მუცლის არეში, მკერდზეც დამწვრობები, ნეკა თითი დავკარგე"-აცხადებს რევაზ დონდუა.

დონდუას მკურნალი ექიმი აცხადებს, რომ მისი მტევნის გადარჩენა სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით მოხერხდა, თუმცა საბოლოო ჯამში ყოველი ასეთი შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ზომების დაუცველობა ხდება.

"ნაწილი მტევნისა დაკარგული, აფეთქებული დაშლილი და ფრაგმენტირებულია ასეთ მდგომარეობაში, მტევნის ტრავმამდე მდგომარეობაზე მიღწევაზე ლაპარაკი არ არის. ის ფაქტი რომ მტევანი გადარჩა ეს ჩვენი დიდი გამარჯვება და მიღწევაა. რაოდენობა ამ დაზიანებებისა არც ჩვენთან და არც საქართველოში ზოგადად, არ შემცირდა თუ არ გაიზარდა. როგორც მითხრეს კლინიკაში შარშანდელთან შედარებით უფრო მეტია. ყველა ეს დაზიანებები მიღებულია იმ მაშხალებით, რომლებიც ხელში ეჭირათ იმის მაგივრად, რომ ჩაასონ მიწაში და გახვიდე 20 მეტრში,"-განაცხადა დაშავებულის მკურნალმა ექიმმა.

დღის ამბები