26 აპრილი 2024,   10:22
ვრცლად
აქცია გორში - მოსახლეობის ნაწილი გასული თვის გაზის ქვითრის ხელოვნურად გაზრდაზე საუბრობს

გორის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც გაზის გაზრდილ გადასახადს აპროტესტებს, დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა. ამჯერად ისინი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოგროვდნენ, და ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მხარის რწმუნებულთან შეხვედრა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებს საკრებულოს წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც მათ სამუშაო ჯგუფის შექმნა და პრობლემის ამ ფორმატში შესწავლა შესთავაზა. გორის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ გასული თვის გაზის ქვითარი ხელოვნურადაა გაზრდილი.

დღის ამბები