26 აპრილი 2024,   09:38
ვრცლად
უბნის ინსპექტორების საქმე - დაზარალებულის ოჯახი გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია

რუსთავის, საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც ორი ყოფილი პოლიციელის საქმე განიხილება, დაზარალებულის ოჯახის წევრები მიესალმებიან. საუბარია პროცესზე, სადაც სასამართლო უბნის ინსპექტორების ბესიკ ბეგიაშვილის და ირაკლი დარჩიაშვილის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მსჯელობს.

პროკურატურის ვერსიით, დაზარალებული ღონღაძე მეგობრებთან ერთად, მაღაზიასთან იდგა, რა დროსაც უბნის ინსპექტორებმა მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მოქალაქეებმა სამართალდამცავებს განმარტებები სთხოვეს თუ რის საფუძველზე უნდა დაეტოვებინათ მათ აღნიშნული ტერიტორია, რასაც პოლიციელების მხრიდან აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა და სროლა მოჰყვა.

დაზარალებულის დედა ინგა მახათაძე ამბობს, რომ პოლიციელები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ და პასუხი აგონ იმ უკანონო ქმედებაზე, რომელიც ჩაიდინეს.

დაზარალებული ღონღაძის ინტერესებს "საია" იცავს. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პროექტის კოორდინატორი ეკატერინე მინდოდაშვილი აცხადებს, რომ მას გამოძიებასთან ამ ეტაპზე პრეტენზიები არ აქვს.

„აუცილებელია მეტი მტკიცებულებების ქონა, რომ გამყარდეს დაზარალებულის პოზიცა და ამ შემთხვევაში ბრალდების პოზიცია. და აქედან გამომდინარე, მტკიცებულებების შეგროვება ხდებოდა. იმას ვერ ვიტყვით, რომ ასე ძალიან გაჭიანურდა ეს საქმე, მაგრამ უკვე პროკურატურას ამ ეტაპზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გააჩნია დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმართოს სასამართლოს აღკვეთ ღონისძიებაზე,“ - განაცხადა ეკატერინე მინდოდაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები