30 აპრილი 2024,   13:25
ვრცლად
საქართველოში 30 ათასამდე უვარგისი ვაქცინა გაიხარჯა - აუდიტის სამსახურის სკანდალური ინფორმაცია

საქართველოში 30 ათასამდე უვარგისი ვაქცინა გაიხარჯა - სკანდალურ ინფორმაციას აუდიტის სამსახური ავრცელებს, რომელიც იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას იწყებს.

ირკვევა, რომ საქართველოში შემოიტანეს ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოეღოთ, როგორც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პრეპარატი, თუმცა საქართველოში ამ ვაქცინით 29 222 ადამიანი აიცრა, ვაქცინის შესაძენად კი 32 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

დღის ამბები