26 აპრილი 2024,   09:41
ვრცლად
ლგბტ პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეშფოთებას იწვევდა - HRW-ის 2017 წლის შეფასება საქართველოზე

HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიშში, რომელშიც 2017 წლის განვითარებული მოვლენებია შეფასებული, საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილი მოხვდა, სადაც ქორწინების განსაზღვრება მოხდა, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი.

ანგარიშში მოყვანილია ვენეციის კომისიის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ „აღნიშნული მუხლი არ განიმარტოს ისე, რომ გამორიცხოს ერთსა და იმავე სქესის პირთა შორის კავშირი“.

„ახალი კონსტიტუციით ქორწინება განისაზღვრა როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“. ამ განსაზღვრებამ გაამყარა სამოქალაქო კოდექსში წლების განმავლობაში არსებული განსაზღვრება. უფლებადამცველი ორგანიზაციები შიშობდნენ, რომ კონსტიტუციის მეშვეობით ერთსა და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების ბარიერის გამყარება კიდევ უფრო გააძლიერებდა ფართოდ გავრცელებულ ჰომოფობიას. ვენეციის კომისიის განცხადებით, კონსტიტუციის ეს მუხლი „არ უნდა განიმარტოს ისე, რომ გამორიცხოს ერთსა და იმავე სქესის პირთა შორის კავშირი“. კომისიამ მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს ერთსა და იმავე სქესის პარტნიორებს შორის ურთიერთობის სამართლებრივად აღიარება,“-ნათქვამია ანგარიშში.

ასევე აღნიშნულია, რომ მაისში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გეი უფლებების დამცველ აქტივისტთა და მხარდამჭერთა მცირერიცხოვანი ჯგუფის აქციის დასაცავად პოლიციას ბარიერების აღმართვა მოუწია და მათი მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა მუნიციპალური ავტობუსებით, დაცვის თანხლებით უზრუნველყო.

ანგარიში ბათუმში მომხდარი რამდენიმე ინციდენტიც მოხვდა. კერძოდ ფაქტი, როდესაც სამ ტრანსგენდერ ქალსა და ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის „თანასწორობის მოძრაობის“ ორ აქტივისტს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და აქტივისტებს ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანს დაზიანებები მიაყენეს.

„ივლისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო გეი და ბისექსუალი მამაკაცებისთვის სისხლის დონაციის უფლების აკრძალვა,” - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე თემაზე
დღის ამბები