26 აპრილი 2024,   10:11
ვრცლად
აშშ რუსეთის მიერ ცხინვალთან გაფორმებულ ე.წ. სამხედრო შეთანხმებას გმობს

აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი რეგიონის - სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას გაერთიანებული სამხედრო ძალების შესახებ.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ჩვენ არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად ამ ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას," - ნათქვამია განცხადებაში. 

დეპარტამენტის განმარტებით, აშშ-ს პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ურყევი - აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ამ ხელშეკრულების რატიფიცირება ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელთა მონაწილე რუსეთიც არის. აშშ მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან გამოიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები