07 დეკემბერი 2019,   12:55
ვრცლად
თავდასხმა დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე - შესაძლოა, საქმის ერთადერთი მოწმე ხვალ დაკითხონ

ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთადერთი მოწმე სავარაუდოდ ხვალ დაიკითხება. დოდო გუგეშაშვილი არის ერთადერთი პირდაპირი მოწმე საქმეში. მას, გამოჯანმრთელების შემდეგ, სამართალდამცველები დაკითხავენ.

დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

გუგეშაშვილებზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულს პოლიცია უკვე მესამე დღეა ეძებს. თუმცა "კურიერის" ინფორმაციით სავარაუდო მკვლელმა ქვეყანა უკვე დატოვა.

ამ დრომდე გამოძიება მკვლელობის ოფიციალურ მოტივს არ ასახელებს, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიაა, რამდენიმე წლის წინ, თბილისის ზღვაზე ნოდარ გუგეშაშვილსა და  ერთ-ერთ ახალგაზრდას შორის მომხდარი კონფლიქტი. ამ კონფლიქტის მოტივად გოგო სახელდება.

რაც შეეხება დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმის ინფორმაციით, გუგეშაშვილი რეანიმაციის განყოფილებაში რჩება, თუმცა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია.

„კონტაქტი პაციენტთან მყარდება. ამჟამად დამაკმაყოფილებლად ფასდება მისი მდგომარეობა. სტაბილურად მძიმე ჰქვია ამ ვითარებას. კონტაქტური არის, მაგრამ ჯერჯერობით მაინც არის გამაყუჩებლების და საძილე პრეპარატების გავლენა, ოპერაციული სტრესი და ზოგადი მძიმე მდგომარეობა ამ ფუნქციაზე გავლენას ახდენს,“ - განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ.

დღის ამბები