24 სექტემბერი 2018,   03:02
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე - დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი იწყება

ხორავას ქუჩაზე მოზარდთა მკვლელობასთან დაკავშირებით, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი იწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ. დაცვის მხარე ამ ეტაპზე რაიმე შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავს.

დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სულ 5 პირია პასუხისგებაში მიცემული, აქედან ერთი არასრულწლოვანია. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. სამს კი აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

დღის ამბები