26 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე საუბრობს და შს მინისტრს ფრაქციაში იბარებს

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესებულია - სწორედ ამ ფაქტის გამო "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ფრაქციის ფორმატში ითხოვს. ამ საკითხს ოპოზიციური პარტია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს. კრიმინოგენული ვითარების გარდა "ნაციონალურ მოძრაობაში" თვლიან, რომ მინისტრმა უნდა უპასუხოს აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების შესახებ დღემდე პასუხგაუცემელ შეკითხვებს.

"შინაგან საქმეთა მინისტრს ვიბარებთ ფრაქციაში და არ იქნება საკმარისი რომ სადღაც უმრავლესობამ დაიბაროს, დაგვიძახოს და ერთი კითხვის დასმის შესაძლებლობა მოგვცეს. დავიცვათ კონსტიტუციური უფლებები," - აცხადებს რომან გოცირიძე. 

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ფრაქციასთან შესახვედრად მისვლის საკითხი, თავად მინისტრის გადასაწყვეტია.

"სტატისტიკა არაფრით არ განსხვავდება წინა წლებისგან. რა თქმა უნდა მთავარი არის რომ არის რეაგირება კრიმინალზე და არის მაღალი გახსნის კოეფიციენტი და ჩვენ ხელიდან არ გაგვიშვია კონტროლი კრიმინალური ფონის," - აცხადებს უმრავლესობის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები