26 აპრილი 2024,   10:31
ვრცლად
მაჩალიკაშვილის საქმე - მთავარი პროკურატურა ოჯახს ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარებაზე თანხმობას აძლევს

მთავარი პროკურატურა მაჩალიკაშილების ოჯახს ხელახალი ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარებაზე თანხმობას აძლევს - ინფორმაციას ამის შესახებ თავად ექსპერტი ავრცელებს.

ზაზა ალთუნიშვილის თქმით, საგამოძიებო უწყების მიერ იარაღსა და მასრაზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი ოჯახისთვის არასაკმარისია, რადგან არაერთი კითხვა 26 დეკემბერს მომხდარი მოვლენების აღსადგენად კვლავ პასუხგაუცემელია.

„სხვა კვლევები არის საჭირო, რომ დადგინდეს ის გარემოებები, რამდენად შეესაბამება მოწმეების მიერ აღწერილი გარემოებები, ამ ნივთიერი მტკიცებულებების კვლევის შედეგებს,“-განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტ-კრიმინალისტმა ზაზა ალთუნიშვილმა.

დღის ამბები