26 აპრილი 2024,   11:03
ვრცლად
მიხეილ ჯანელიძე საერთაშორისო თანამეგობრობას ოთხოზორიას და ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა და მოითხოვა სათანადო შეფასება მიეცეს გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეებს. მისი თქმით მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის მეშვეობით არის შესაძლებელი დასრულდეს რუსული ოკუპაცია და მისგან გამომდინარე მძიმე ჰუმანიტარული შედეგები. საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას იღებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაში, დაგეგმილი მისი შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან, რომელსაც ის ასევე რუსული ოკუპაციის ნეგატიურ შედეგებზე და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშად დაღვევის შემთხვევებზე მიაწვდის ინფორმაციას.

„კიდევ ერთხელ შევეხები გიგა ოთხოზორიას საქმეს - ეთნიკურად ქართველი, რომელიც ე.წ. „მესაზღვრეებმა“ მოკლეს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, მისი მკვლელი კი დღემდე არ დაუკავებიათ. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა. რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ერთ-ერთ მათგანს, არჩილ ტატუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ორ პირს ჯერ კიდევ არ ეძლევა ოკუპირებული რეგიონის დატოვების უფლება. ეს ქმედებები მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის კონსოლიდირებულ პასუხს. მიმდინარე სესიის ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ წარვადგენთ რეზოლუციას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებების საკითხზე ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომელსაც, იმედი გვაქვს, რომ საბჭო მხარს დაუჭერს,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

დღის ამბები