26 აპრილი 2024,   11:13
ვრცლად
ვლადიმერ პუტინის ყოველწლიურ მიმართვას ანგელა მერკელი და დონალდ ტრამპი გამოეხმაურნენ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოველწლიურ მიმართვას ანგელა მერკელი და დონალდ ტრამპი გამოეხმაურნენ.

ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ტელეფონით ილაპარაკეს და ახალი რაკეტების შექმნის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ანგელა მერკელის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედებები იარაღის ეფექტურ კონტროლზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

პენტაგონში კი განაცხადეს, რომ ამერიკელ ხალხს შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან მისი უსაფრთხოება დაცულია.

რუსეთის ლიდერმა გუშინდელი მიმართვის დასრულების შემდეგ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია NBC-ის და დასავლეთი გამალებული შეიარაღების პროცესის დაწყებაში დაადანაშაულა. 

დღის ამბები