26 აპრილი 2024,   10:20
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ფხენიანში პირველად, სამხრეთ კორეის დელეგაციას უმასპინძლა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ფხენიანში პირველად, სამხრეთ კორეის დელეგაციას უმასპინძლა. კიმ ჩენ ინმა სტუმრებისთვის ოფიციალური სადილი გამართა.

ფხენიანში 10-კაციანი დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მიზანი ჩრდილოეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგის აღსადგენად საფუძვლის მომზადებაა. ოფიციალურ ფხენიანსა და სეულს შორის ურთიერთობის ნორმალიზება ზამთრის ოლიმპიური თამაშების პერიოდში დაიწყო. ოლიმპიადაზე ორი ქვეყნის სპორტსმენები საერთო დროშით წარდგნენ.

დღის ამბები