26 აპრილი 2024,   11:26
ვრცლად
"მათ დაიცვეს საკუთარი სამშობლო, რუსეთი" - თაკო ჩარკვიანი ქეთა თოფურიასა და დათო ხუჯაძეზე საუბრობს 

„ეს ყველაფერი მე გონია, მზადდებოდა იმიტომ რომ რაღაც ტიპის დოკუმენტი ყოფილიყო, სადაც სახელები და გვარები, ნიჭიერი რეჟისორი, ნიჭიერი პუბლიცისტი იქნება თუ აკადემიის პრეზიდენტი, გაჟღერებულიყო და ამ რაღაცით, რა თქმა უნდა, ჩვენი „მეზობელი ქვეყანაა“ დაინტერესებული,“ - ეს განცხადება, პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა იმ წერილთან  დაკავშირებით საუბრისას გააკეთა, სადაც რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების საფუძვლად ნატოსკენ სწრაფვა სახელდება.

განცხადება პუბლიცისტმა გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გააკეთა.

აქვე, თაკო ჩარკვიანი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, როდესაც რამდენიმე ადამიანმა წერილს ხელი არ მოაწერა. მათ შორის, იმასაც, რომ წერილიდან რამდენიმე ადამიანმა საკუთარი ხელმოწერა უკან გაიტანა.

„ვთვლი, რომ ის გამოცდილება, რომელიც ამ 25 წლის წინ მივიღეთ, რაღაცნაირად მაპატიეთ, მაგრამ გონება სუსტები ხომ არ ვართ, რომ იგივე გავიმეოროთ?“  - აღნიშნა ჩარკვიანმა.

ჩარკვიანი ქართველი შოუ ბიზნესის წარმომადგენლების რუსეთში კონცერტის გამართვასაც ეხმაურება.

„მე აჩემებული კი არ მაქვს ოკუპაციის კანონი, ეს არსებული კანონია, რომლის შესრულების, დამუშავების შემდეგ, ვერც ერთი მომღერალი კანონის თანახმად, ვერ ჩავა უბრალოდ იმ ქვეყანაში და ვერ გამართავს კონცერტს. ამიტომ აღარ მოხდება ქვების სროლა,“  - ამბობს ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანი, ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას მიერ, ვლადიმერ პუტინის საარჩევნო კლიპში მონაწილეობასაც ეხმაურება.  

„რაც შეეხება ხუჯაძეს და თოფურიას, ყოველგვარი ქილიკის გარეშე, ორმა რუსეთის მოქალაქე მომღერალმა, ერთი განსაკუთრებით, რომელიც იღებს მონაწილეობას პუტინის საარჩევნოდ, მე ვფიქრობ, მათ დაიცვეს საკუთარი სამშობლო, რუსეთი,“ - აცხადებს ჩარკვიანი.

დღის ამბები