25 სექტემბერი 2018,   10:10
ვრცლად
"RMG Gold"-ის საქმინობა და ხელისუფლების ჩართულობა - საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე საყდრისის საკითხიგანხილვის თემა იყო. საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს გამოძიებას, როგორც საყდრისის აფეთქების საქმეზე, ასევე გარემოსათვის მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით.

„იქ ხდება ძალიან ბევრი რამ საგანგაშო თუნდაც ის, რომ კომპანია, რომელმაც სამი წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაიტანა 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროსა და სპილენძის მადანი, ის თავის განცხადებაში ამაყობს, რომ რაღაც 5 მილიონიანი ინვესტიციები განახორციელა რეგიონულ ბიუჯეტში. საუბარია, ზღვაში წვეთზე. ყველაფერია გამოსაძიებელი, აფეთქებით დაწყებული დამთავრებული ეკოლოგიური ზიანით,“- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

„ევროპულ საქართველოში“ კი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში იმის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუ რამდენად არის ხელისუფლება ჩართული „არ ემ ჯი“ -ს საქმიანობაში.

„აუცილებელია რომ პარალელურად შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც განიხილავს როგორც საყდრისის ნგრევის ფაქტს, იმიტომ რომ ეს ჯერ კიდევ გამოუძიებელია და ასევე გარემოსადმი მიყენებულ ზიანს და ასევე  ხელისუფლების ჩართულობას ყველაფერ ამაში“-ამბობს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი.

დღის ამბები