28 აპრილი 2024,   05:34
ვრცლად
„ქართული მარში სინამდვილეში არის, რუსული მახინჯი იდეოლოგიის გაერთიანება"- ოპოზიცია "რუსთავი 2"-ზე თავდასხმას ეხმაურება

„მსგავსი მოძალადეები არ დასჯილან სათანადოდ. უფრო მეტსაც გეტყვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წაახალისა ეს ადამიანები,“ - ასე გამოეხმაურა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას „ნაციონალური მოძრაობა“ ხატია დეკანოიძის განცხადებით ე.წ. "ქართული მარში" სწორედ "ქართული ოცნების" შვილობილია და რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილს წარმოადგენს.

"ამ ადამიანების მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ჩვენ ვხედავდით მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას, რაც არ არის თანაბარი და პროპორციული იმ ქმედებასთან, რომელსაც ისინი ჩადიან,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მომხდარს ეხმაურება „ევროპული საქართველო.“ ირმა ნადირაშვილის შეფასებით, ეს იყო პირდაპირი თავდასხმა სიტყვისა და გამოხატვის  თავისუფლებაზე.

„ქართული მარში" სინამდვილეში არის, რუსული მახინჯი იდეოლოგიის გაერთიანება. ჩვენ ვართ მომსწრე როგორ დათარეშობენ ეს ადამიანები, ჩადიან დანაშაულს, ხელისუფლება ხელს აფარებს. ხშირ შემთხვევაში არც სჯის მათ ქმედებებს. შესაბამისად დღეს მომხდარზე მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას,"-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

"რუსთავი 2"-ს სოლიდარობას უცხადებს ნინო გოგუაძე. "თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ამბობს, რომ ეს იყო ძალადობრივი თავდასხმა.

„კატეგორიულად ვუპირისპირდებით  იმ მოძალადე ჯგუფს, რომლის ძალადობრივი თავდასხმა დღეს ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ. შეუძლებელია რაიმე გრძნობებით, თუნდაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფით ახსნა ის ძალადობა და ის უტიფარი თავდასხმა, რომელიც დღეს "ქართული მარშის" სახელით განახორციელეს ამ ადამიანებმა,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები