18 ივლისი 2018,   22:29
ვრცლად
ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მსჯელობენ

ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მსჯელობენ. ევროპელი ლიდერები სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო მოსკოვის მიმართ კოორდინირებულ პასუხს განიხილავენ.

ლიდერებს სიტყვით ტერეზა მეი მიმართავს. გავრცელებული ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერი შეეცდება ევროკავშირის ლიდერები რუსი ელჩების გაძევებაზე დაითანხმოს.

სამიტის დაწყებამდე ტერეზა მეიმ გრუს ყოფილი აგენტის და მისი ქალიშვილის მოწამვლის საკითხს "რუსული აგრესიის ნიმუში" უწოდა და აღნიშნა, რომ დღეს ახლო- აღმოსავლეთიდან ბალკანეთამდე რუსეთის ყველა მეზობელი მსგავსი საფრთხის წინაშე დგას.

ლონდონში რუსეთის ელჩი გამოთქმულ ბრალდებებს ისევ აბსურდულს უწოდებს და მტკიცებულებებს მოითხოვს. 

დღის ამბები