27 აპრილი 2024,   22:37
ვრცლად
მოკლული ბიზნესმენის მეწილეების ადვოკატი ადასტურებს, რომ ნუგზარ კახიძე ფინანსებთან დაკავშირებით ბიზნეს დავა ჰქონდა

მოკლული ბიზნესმენის ნუგზარ კახიძის მეწილეების ადვოკატი ადასტურებს, რომ ნუგზარ კახიძე ფინანსებთან დაკავშირებით ბიზნეს დავა ჰქონდა.

შპს“ ვარკეთილი 96“-თან დაკავშირებით მეწილეებს წლებია დავა აქვთ და საქმეს უკვე სასამართლო განიხილავს. დაკითხულია რამდენიმე პირი, რომელთა ადვოკატი ამბობს, რომ დავა მხარეებს შორის ფინანსებს უკავშირდებოდა.

მოკლული ბიზნესმენის ახლობლები ვერ აკონკრეტებენ უკავშირდება თუ არა მკვლელობა ნუგზარ კახიძის ბიზნესსაქმიანობას.

„სხვადასხვა ფორმატში დავები მიმდინარეობს წლების განმავლობაში. დავა ეხება მოგების განაწილებას  და აქედან გამომდინარე ურთიერთობას. პროცესები დიდი ხანია მიმდინარეობს თუმცა მეც ვარ ამ პროცესების შემსწრე როგორც ადვოკატი და არანაირი განსაკუთრებული დაძაბულობა არ ყოფილა ეს იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი დავები იურისტების მეშვეობით, რაც გრძელდება დღესაც,“-განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.

ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში მოკლეს. როგორც ცნობილია, მკვლელმა არაერთი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. მათშორის, მას არ დაუფარავს სახე და არსებობენ მოწმეები , რომლებსაც მისი აღწერა შეუძლიათ. გარდა ამისა, მან შემთხვევის ადგილზე ანაბეჭდებიც დატოვა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები