22 ივლისი 2018,   00:49
ვრცლად
„თუ ამოიღებ ხმას, მითხრეს დაზარალდები ძალიანო," - დედა თამარი საპატრიარქოსა და მეუფე იაკობის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს

ჯვრის მამის მონასტერში მოღვაწე დედა თამარი საპატრიარქოსა და მეუფე იაკობის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს. სასულიერო პირი აცხადებს, რომ პატრიარქის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მისი მკურნალობა საპატრიარქოს ფონდიდან დაფინანსებულიყო, არ სრულდება.

დედა თამარს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, თუმცა ფინანსების არ ქონის გამო ის მკურნალობის გაგრძელებას სამი თვეა ვერ ახერხებს.

„თუ ამოიღებ ხმასო, მითხრეს დაზარალდები ძალიანო. სიცოცხლესაც არ ვითხოვ, ვითხოვ ტკივილის შემსუბუქებას. დანიშნული მაქვს ნარკოტიკები, იმდენად მძიმე ტკივილები მაქვს. მეუბნებიან რა მოხდაო, იტანო შენო,“ - ამბობს დედა თამარი.

დღის ამბები