21 ოქტომბერი 2018,   04:31
ვრცლად
საპროკურორო საბჭომ ორი ახალი წევრი აირჩია

 

საპროკურორო საბჭომ დღეს ორ ახალი წევრი, ივანე კაკალია და ნანა ხუნჯუა აირჩია.

არჩევნებში 500-ზე მეტი პროკურორი მონაწილეობდა. ვაკანსია საბჭოში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მის ორ წევრს, ნათია სონღულაშვილსა და გიორგი გაბოძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ.

ნათია სონღულაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად დაინიშნა, ხოლო გიორგი გაბოძე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადავიდა.

 

დღის ამბები