28 აპრილი 2024,   03:56
ვრცლად
პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებისთვის სასჯელი მკაცრდება - ე.წ. გირგვლიანის შესწორებები 

ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ახალ საკანონმდებლო პაკეტს, ორი ახალი მუხლი ემატება. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებისთვის სასჯელი მკაცრდება.

ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა.

„გირგვლიანის შესწორებების საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში ცვლილებები შევა 12 მუხლში და აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ორი ახალი სპეციალური მუხლი, რომელთაგან ერთი შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას. მეორე, კი ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას. წარმოდგენილი ცვლილებები ასევე, ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, თანამდებობის პირის ბრძანების უკანონო დავალების შესრულებაც დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება შემსრულებელს.

დღის ამბები