28 აპრილი 2024,   01:59
ვრცლად
რონალდოს მაკრატელა და ჰეთ-თრიკი პორტუგალიის ნაკრებში

კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიის ნაკრებში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. რონალდომ ფარერების წინააღმდეგმსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში  მაკრატელა დარტყმით გახსნა ანგარიში და კიდევ 2 გოლის ავტორი გახდა, რითაც ლეგენდარული პელეს შედეგი გააუმჯობესა.

რონალდოს ნაკრების შემადგენლობაში 78 გოლი დაუგროვდა, პელეს კი ბრაზილიის მაისურით 77 ბურთი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ რონიმ კარიერაში 51-ე  ჰეთ-თრიკი შეასრულა.

პორტუგალიის ნაკრებმა შეხვედრა 5:1 მოიგო და B ჯგუფში 18 ქულით მეორე ადგილს იკავებს, პირველ პოზიციაზე კი შვეიცარიაა.

იხილეთ მატჩის სრული მიმოხილვა.

დღის ამბები