26 აპრილი 2024,   11:08
ვრცლად
კარლო ანჩელოტი ბაიერნმა გაათავისუფლა

კარლო ანჩელოტი მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ბაიერნის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, იტალიელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. რეკორდმაისტერის ყოფილ მწვრთნელს, პსჟ-სთან 0:3 წაგება არ აპატიეს, რაც  ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 21 წლის მანძილზე  გერმანული კლუბის ყველაზე დიდი სხვაობით განცდილი მარცხია.

ბაიერნის მწვრთნლის მოვალეობას დროებით ვილი სანიოლი შეასრულებს, რომელიც ანჩელოტის ასისტენტად მუშაობდა. მთავარ კანდიდატად კი თომას ტუხელს ასახელებენ. ტუხელი შარშან დორტმუნდის ბორუსიას ედგა სათავაში.

იტალიელი სპეციალისტი რეკოდმაისტერის მწვრთნელად გასული სეზონის დასაწყისში დაინიშნა და გუნდთან ერთად ბუნდესლიგის მოგება მოახერხა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს კი ნახევარფინალში მადრიდის რეალთან დამარცხების შემდეგ დაემშვიდობა.

აღსანიშნავია, რომ ანჩელოტი ბოლო 3 წლის მანძილზე თანამდებობიდან მეორედ გაათავისუფლეს. 2015 წელს იტალიელი მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დაითხოვა, 2017 წელს კი კარისკენ მიუნხენის ბაიერნიდანაც მიუთითეს.

მიმდინარე სეზონში ბაიერნი გერმანიის ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ დორტმუნდის ბორუსიას 2 ქულით ჩამორჩება.

 

დღის ამბები