27 აპრილი 2024,   04:31
ვრცლად
ჩხუბი გორის ცენტში და ნაცემი პოლიციელები-სასამართლომ 3 დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლა

ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის-ხელჩართული ჩხუბი გორში, სადგურის უბანში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.  

ჩხუბის შედეგად დაშავებულ 5 პოლიციელს დაზიანებები სახის არეში აქვთ მიყენებული. დამტვრეული პოლიციის მანქანების საქარე შუშა. 

სამართალდამცველებმა 9 პირი დააკავეს. მათ შორის 3-ს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება. ისინი სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ ჩხუბის დროს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ. სამივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება დანარჩენი 6, რომლებსაც შსს სისხლის სამართლის დანაშაულს- წესრიგის დამცველის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ წინააღმდეგობას, მუქარას და ძალადობას ედავება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები