16 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
თბილისის საკრებულოს სხდომა ურთიერთბრალდებებით, კამათის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა, კამათის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე, ევროპარლამენტის რეზოლუციასა და 29 აპრილს დაგეგმილ აქციებზე ისაუბრა - მწვავედ გააკრიტიკეს მმართველი გუნდი.

პასუხად, "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტები დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა. განცხადებების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 

დღის ამბები