
„ქაჯანა,“ „ჭრიჭინა,“ „მაია წყნეთელი,“ „ხევისბერი გოჩა,“ „აბეზარა,“ „შეხვედრა წარსულთან“ - ეს მხოლოდ ნაწილია იმ კინოროლებისა, რომელიც ქართული კინოს ლეგენდამ შექმნა. ლეილა აბაშიძის 88 წლიანი ბიოგრაფია 30-მდე კინოროლს ითვლის, პირველად კი ეკრანზე 8 წლის ასაკში გამოჩნდა.
ლეილა აბაშიძეს უკანასკნელი სურვილი აუსრულებელი დარჩა. 25-ზე მეტი კინოროლიდან მისთვის არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც მთელი ცხოვრების მანძილზე სურდა რომ ეთამაშა.
კიდევ ერთი სურვილი, რომელიც 2 წლის წინ გაამხილა ავტობიოგრაფიული ფილმის გადაღება იყო.
1966 წელი - ფილმი „შეხვედრა წარსულთან“ - ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლეილა აბაშიძემ პირველი პრემია დაიმსახურა.
ლეილა აბაშიძეს ვარსკვლავი სამშობლოში 2009 წელს გაუხსნეს. ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე გუშინ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.