02 მაისი 2024,   11:56
ვრცლად
ენმ RMG GOLD-ის და გარემოს დაცვის კომიტეტის წინააღმდეგ - პარტია პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს

„ნაციონალური მოძრაობა“ გარემოს დაცვის კომიტეტს კიდევ ერთხელ მიმართავს. ოპოზიცია ითხოვს „RMG Gold​"-ისა და „ამბრელა ენტერფრაიზის“ საქმიანობა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ შეისწავლოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ კომპანიასთან ინტერესი კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს.

„ეს არის პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი , როდესაც ერთი ხელით კახა კუჭავა წერს კანონებს, რომელიც თითქოს და გარემოს დაცვას უნდა ემსახურებოდეს. ხოლო მეორე ხელით იღებს პირადად ფინანსურ ბენეფიტს იმ საქმიანობისგან, რომელსაც ახორციელებს "RMG Gold​" ბოლნისი-დმანისის მუნიციპალიტეტში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ან მიეცეს დაუყოვნებლივ მსვლელობა საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც ერთიანმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა რამდენიმე კვირის წინ. და თუ არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება მაშინ კომიტეტის ფარგლებში შეიქმნას ჯგუფი , რომელიც გამოიძიებს იმ ძალიან ბევრ კითხვას რაც არსებობს ამასტან დაკავშირებით,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები