08 დეკემბერი 2021,   11:06
ვრცლად
ბათუმის საპატრულო პოლიციას მოქალაქეები ფიზიკურ შეურაცხყოფასა და კუთხური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

ბათუმის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეები, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და კუთხური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ.

არსებული ინფორმაციით, გიორგი და ლაშა ანდრიაძეები და მათი მეგობარი გელა კორტავას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის ერთ ერთ ქუჩაში საბუთები მოსთხოვეს და დაუმორჩილებლობის ბრალდებით წინასწარ დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ სამივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და ორ მათგანს 300, ხოლო გიორგი ანდრიაძეს 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

„ვიდეო მასალა არის, ყველას შეუძლია ნახოს...ორ ადამიანზე სამას ლარიანი ჯარიმა, ჩემზე კიდევ 1000 ლარიანი ჯარიმა...

ჩემი ქვითრები რომ ამოიღოთ ნახავთ, სულ ჯარიმა, ჯარიმა, ჩემი ჯარიმით ივსება ბიუჯეტი“-ამბობს გიორგი ანდრიაძე.

დღის ამბები