27 აპრილი 2024,   07:02
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება ყოფილი რძლის ოჯახში - ჩხუბის დროს ყოფილი მაზლი გარდაიცვალა და დაიჭრა ორი პირი

სისხლიანი დაპირისპირება ყოფილი რძლის ოჯახში - ურთიერთობის გასარკვევად ხაშურში მეგობრებთან ერთად ჩასული ბესიკ ომიაძე დანით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს სისხლიანი გარჩევის შემდეგ ომიაძის მანქანით გაქცეულ მის თანმხლებ პირებს.

ინციდენტის დროს ცივი იარაღითა და რკინის კონდახით მრავლობითი ჭრილობა აქვთ მიყენებული ძმებ ბუზიაშვილებსაც.

ბუზიაშვილების ოჯახის თქმით, 45 წლის ბესიკ ომიაძე, რომელიც მათი რძლის, ნინო ამყოლაძის ყოფილი მაზლია, მეგობრებთან ერთად თავს ღამის 11 საათზე დაესხა.

ეთერ ბუზიაშვილი ამბობს, რომ ორივე შვილი თავდამსხმელებმა მის თვალწინ დაჭრეს. დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილები თავდამსხმელების მოგერიებას ცდილობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა.

ნინო ამყოლაძე დანაშაულის მოტივად შურისძიებას ასახელებს. მისი მტკიცებით, ქმარს 2 წლის წინ გაშორდა, თუმცა ყოფილი მეუღლის ოჯახთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც გათხოვდა.

ხელჩართული ჩხუბის დროს ნინო ამყოლაძის მაზლი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირების პროვოცირებაში ყოფილ რძალს ომიაძეები ადანაშაულებენ. ისინი ბუზიაშვილების დასჯას ითხოვენ.

 

  ავტორი: იზო ჩუბინიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები