27 აპრილი 2024,   06:05
ვრცლად
კონცერტი 15 მაისს - ნიკოლოზ რაჭველი ნაწარმოებს მსმენელს საკუთარ დაბადების დღეზე შეაფასებინებს

სხვადასხვა ჟანრისა და სხვადასხვა თაობისთვის აქტუალური მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა ერთ ნაწარმოებში გააერთიანა. მას ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი  პირველად მსმენელს საკუთარ დაბადების დღეზე შეაფასებინებს.

თავად რაჭველი კი სადირიჟორო პულტიდან დარბაზში გადაინაცვლებს.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით ”კურთხეული გაზაფხული” და ნიკოლოზ რაჭველის ახალი ნაწარმოები ოპერისა და ბალეტის თეატრში 15 მაისს შესრულდება.

 

დღის ამბები