28 ნოემბერი 2021,   00:47
ვრცლად
ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, ოღონდ არა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, არამედ ახალგაზრდების წინააღმდეგ -  ზალიკო უდუმაშვილი 

„ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, ოღონდ არა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, არამედ იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველ საღამოს კლუბში იკრიბებიან და ერთობიან," - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა, გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ გააკეთა.

ზალიკო უდუმაშვილიმა ჩატარებულ სპეცოპერაციას "ძალის დემონსტრირება" უწოდა.  

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ ან არ ებრძვის იმ მომაკვდინებელ ნარკოტიკს, რომელმაც უახლოეს დღეებში რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და ამის სანაცვლოდ განახორციელეს შტურმი თბილისის კლუბებზე და ეს იყო თვალსაჩინოებისთვის დადგმული სპეცოპერაცია, რათა რაღაც ძალის დემონსტრირება მოეხდინათ შინაგან საქმეთა სამინისტრო,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

დღის ამბები