05 დეკემბერი 2021,   17:47
ვრცლად
ფაშიზმის პროპაგანდა ფაშისტური მოძრაობის წევრებს შესაძლოა, ფულად ჯარიმად დაუჯდეთ

ფაშიზმის პროპაგანდა ფაშისტური მოძრაობის წევრებს შესაძლოა, ფულად ჯარიმად დაუჯდეთ. ორგანიზაციამ ამის შესახებ ოფიციალური გაფრთხილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღო.

წერილში აღნიშნულია, რომ თავისუფლების ქარტიის თანახმად, დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ფაშისტური იდეოლოგიის პროპაგანდა, რაც ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, მომავალი საჯარო დემონსტრაცია ორგანიზაციის წევრებისთვის სანქციებით დასრულდება.

“ეროვნული ერთობის“ წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ ფაშიზმის პროპაგანდას ეწევიან, თუმცა ძალოვანი უწყების გაფრთხილებას აბსურდულს უწოდებენ.

იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფაშისტური მოძრაობის ბოლო პერიოდის ქმედებები საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ ძალოვანი უწყებები თავისუფლების ქარტიის ჩარჩოებს გასცდნენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით უნდა დაიწყოს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხელისუფლებას აფრთხილებენ. ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მართული რადიკალური ჯგუფები გააქტიურდნენ, რომელთა შეჩერებაც მარტივი არ იქნება.

სამოქალაქო საზოგადოებაში მიაჩნიათ, რომ ანტილიბერალურ დაჯგუფებებს ხელისუფლება ახალისებს.

მხატვარი გია ბუღაძე მიიჩნევს, რომ ფაშისტური მოძრაობის წევრების მიმართ გატარებული სანქციებიც ფორმალური და არაადეკვატურია.

ფაშისტური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ გეგმების შეცვლას არ აპირებენ. ორგანიზაცია ფუნქციონირებას და დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი დემონსტრაციისთვის სამზადისს აგრძელებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები