27 აპრილი 2024,   03:37
ვრცლად
რიგგარეშე არჩევნები თურქეთში - ქვეყნის მოსახლეობა პრეზიდენტს და პარლამენტს ირჩევს

თურქეთის მოსახლეობა დღეს ქვეყნის პრეზიდენტს და პარლამენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით უკვე გახსნილია. რიგგარეშე არჩევნები ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების შემდეგ დანიშნა. ქვეყნის პირველი პირის თანამდებობის დასაკავებლად 6 კანდიდატი იბრძვის, მათ შორისაა რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც. წინასაარჩევნო კვლევების თანახმად ერდოღანს ელექტორატის 47 პროცენტი უჭერს მხარს. მის მთავარ კონკურენტად მუჰარემ ინჯე მიიჩნევა, რომელიც სახალხო რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს. ოპოზიციონერ კანდიდატს მოსახლეობის 30 პროცენტზე მეტი ემხრობა. საარჩევნო კამპანიის დასკვნით მიტინგებზე ინჯეს მხარდასაჭერად 5 მილიონამდე ადამიანი გამოვიდა. არჩევნების გამო მთელი თურქეთის მასშტაბით უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს. მედიის ინფორმაციით, ძალოვანებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებიც პროვოკაციების მოწყობას აპირებდნენ. 

დღის ამბები