27 აპრილი 2024,   02:11
ვრცლად
"საქართველოს მიერ დეკლარირებული „კეთილი ზრახვების“ მიუხედავად, თბილისის ნაბიჯები ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობებს ართულებს" - რუსეთის საგარეო უწყება 

"საქართველოს მიერ დეკლარირებული „კეთილი ზრახვების“ მიუხედავად, თბილისის ნაბიჯები ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობებს ართულებს" - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა მოსკოვში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან შეხვედრის დროს გააკეთა.

ამის მაგალითად კი უწყებას მოჰყავს გაეროში წარმოდგენილი მორიგი რეზოლუცია, რომელიც დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხებათ, და ახლახანს გამოცხადებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილისსასანქციო სია“.

ინფორმაცია ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.


დღის ამბები