27 ნოემბერი 2021,   18:15
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ სახლში გამოკეტილი სამოქალაქო აქტივისტი - თამარ მეარაყიშვილმა ახალგორში უვადო შიმშილობა დაიწყო

საოკუპაციო რეჟიმის მიერ სახლში გამოკეტილმა სამოქალაქო აქტივისტმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა - თამარ მეარაყიშვილმა ახალგორში უვადო შიმშილობა დაიწყო. 

ამ გზით მეარაყიშვილმა ცდილობს, საქართველოს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება მიიქციოს. უკვე ერთი წელია, ახალგორელი ტყვე ქალი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დევნის ობიექტია.

ცხინვალი სამოქალაქო აქტივისტს მაშ შემდეგ დაუპირისპირდა, რაც აგვისტოს ომი შემდეგ ახალგორი არ დატოვა და ადგილიდან საოკუპაციო რეჟიმის კრიტიკა დაიწყო.

მეარაყიშვილის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმმა სისხლის სამართლის სამი საქმე აღძრა. ღიად სამოქალაქო აქტივის მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც თამილა მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას ინტერვიუ მისცა, სადაც წერდა, როგორ ინაწილებენ რეჟიმის წარმომადგენლები შემოსავლიან სფეროებს ოკუპირებულ რეგიონში.

ამ კომენტარის გამო მეარაყიშვილს უკვე ერთი წელია, სასამართლო სხდომებზე სიარული უწევს, მას ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლება ჩამორთმეული აქვს.

ის, რომ მეარაყიშვილი პრაქტიკულად ტყვეობაშია, ადასტურებენ საქართველოს მთავრობაშიც, თუმცა შერიგების მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ საქართველო ცენტრალური ხელისუფლება უძლურია დაიცვას საქართველოს მოქალაქე, რადგან ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდება.

შინაპატიმრობაში მყოფი აქტივისტი ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო განხილვის დაწყების მოლოდინშია, სადაც პროკურატურის მტკიცებულებები ათობით ადამიანის ცრუ ჩვენებაა. მეარაყიშვილის თქმით, ცხინვალის ხელისუფლება დევნის ყველას, ვისაც კი რამე კავშირი აქვს ან ჰქონდა ქართველებთან, მათ შორის ადგილობრივ მოქალაქეებსაც.

თამარ მეარაყიშვილთან დაკავშირებით მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ ხელისუფლებას ცოტა ხნის წინ საქართველოს სახალხო დამცველმაც, ნინო ლომჯარიამაც მოუწოდა. 

დღის ამბები