05 მაისი 2024,   05:46
ვრცლად
დავით ბაქრაძე სოფელ ქვეშში ოკუპანტების მიერ გატაცებულ სერგო დარბაიძის ოჯახში იმყოფებოდა

„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი სოფელ ქვეშში ოკუპანტების მიერ გატაცებულ სერგო დარბაიძის ოჯახში იმყოფებოდა.

დარბაიძემ გაიხსენა, თუ როგორ გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა 25 აპრილს საკუთარი ხეხილის ბაღიდან. მისი განცხადებით, ცხინვალის იზოლატორიდან მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

დარბაიძის თქმით, დაკავების შიშით მას შემდეგ კუთვნილ ტერიტორიაზე ვეღარ გადადის და იგივე მდგომარეობაშია მთელი სოფელი.

დავით ბაქრაძის თქმით, მომავალი პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს.

„ამიტომ მოხდა „ევროპული საქართველოს“ მხრიდან პარლამენტში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის და სანქციების ინიცირება, ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ თემას, რომ ვერცერთმა რუსმა თანამდებობის პირმა ვერ გაბედოს, მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის მოტაცება. ეს უნდა იყოს მომავალი პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, დაიცვას ჩვენი მოსახლეობის, საქართველოს უსაფრთხოება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები