16 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
NED-ის და EED-ის დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი, მათ შორის, პარლამენტზე თავდასხმაში - შალვა პაპუაშილი

,,უხცოური დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი, მათ შორის პარლამენტზე თავდასხმაში,’’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ამ სადაო ფინანსების მნიშვნელოვან ნაწილი საქართველოში შემოდის, როგორც დემოკრატიული დახმარება. თუმცა, მისი ნაწილი პოლარიზაციის გაღრმავებასა და კანონიერების დაზარალებას ხმარდება.

მისი თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის მზად არის, მაგრამ NED-ი და EED-ი უნდა გადაერთონ იმაზე, რისთვისაც არიან მოწოდებულნი. კერძოდ, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობაზე და არა რადიკალიზმისა და პოლარიზაციის დაფინანსებაზე.


,,ეს ფერადოვანი ბანერი რადიკალურ არასამთავრობო ორგანიზაციას, მოძრაობა „სირცხვილიას“ ეკუთვნის. მასზე გამოსახულია მოლოტოვის კოქტეილი უკრაინის დროშის ფერებში, ევროკავშირის დროშის ვარსკვლავების თანხლებით და აწერია „მე ვისროლე“, რითაც მოძრაობა გამოხატავს მხარდაჭერას მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებისადმი, რაც პირველად მოხდა თბილისის ქუჩებში ერთი წლის წინ გამართული დემონსტრაციების დროს. უფრო საინტერესო კი ისაა, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულითაა დაფინანსებული, დემოკრატიის ეროვნული ფონდისა (NED) და დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მეშვეობით.

დეიმონ ვილსონმა, NED-ის პრეზიდენტმა, სულ ახლახანს სიტყვით მიმართა ქართულ არასამთავრობოებს და მოუწოდა, გაეგრძელებინათ ენერგიული პროტესტი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. თან შეპირდა, რომ ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენდა მათ საეჭვო საქმიანობაში. მსგავსი განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის წევრმა დევიდ მაკალისტერმაც, რომელმაც სოლიდარობა გამოხატა პროტესტის მიმართ. ბატონი მაკალისტერი დემოკრატიის ევროპული ფონდის მმართველ საბჭოს თავმჯდომარეობს, რომელიც ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ფულით საქართველოში არასამთავრობოებს აფინანსებს. NED-სა და EED-ს, არასამთავრობოების დაფინანსების გარდა, ისიც აერთიანებს, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან საჯარო გახადონ თავიანთი ფინანსური საქმიანობა საქართველოში,’’ - წერს შალვა პაპუაშილი.

ის ასევე, წერილში საუბრობს დაფინანსების იმ მანკიერ მხარეებზე, რომლებლებსაც უცხოელი კოლეგები პირადი საუბრების დროს ადასტურებენ.

,,ერთი წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალების კანონპროექტი უკან გაიწვია, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთგაგების ნიადაგზე, რომ მოხდებოდა ამ დაფინანსების გასაჯაროება ქართული საზოგადოებისათვის. მას შემდეგ რამდენჯერმე ვთხოვეთ NED-სა და EED-ს, ჩვენთან ეთანამშრომლათ. მათი დაფინანსება საქართველოში პრობლემურია, რადგან გაუმჭვირვალეა. ჩვენი ავტორიტეტული უცხოელი კოლეგები, კერძო საუბრებში, ამას აღიარებენ. ისინი ასევე აღიარებენ, რომ ზოგიერთი გრანტი პრობლემურია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულების კონტექსტშიც. საინტერესოა, რომ ამას ქართული არასამთავრობოებიც აღიარებენ - კვლავ და კვლავ, კერძო საუბრებში. თუმცა, გამჭვირვალების ნაკლებობა კვლავ სახეზეა. გაუმჭვირვალება არ არის ერთადერთი პრობლემა. NED-ი და EED-ი საქართველოში, არაპირდაპირ, პოლიტიკურ პარტიებსაც აფინანსებენ, ვინაიდან მათი ფინანსები იმ ყალბი არასამთავრობოების ანგარიშებზე ხვდება, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მიერ არიან მართულნი და გამოიყენებიან, როგორც უცხოური ფულის გათეთრების მექანიზმები, რომლებითაც დემოკრატიული დახმარება პოლიტიკურ ფულად იქცევა. ქართული კანონმდებლობა ცალსახად კრძალავს პოლიტიკოსების უცხოეთიდან დაფინანსებას, რაც, ასევე, საერთაშორისო ნორმასაც წარმოადგენს. ამ პარტიებისა და არასამთავრობოების სახელები საზოგადოებამაც კარგად იცის და დონორებმაც, რადგან ეს ინფორმაცია მათ არაერთხელ მივაწოდეთ. და მაინც, ჩვენი შეშფოთების მიუხედავად, არც NED-მა და არც EED-მა არ გაიზიარეს ჩვენი თხოვნა. ინფორმაციას მათი დაფინანსების არხების შესახებ საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკური ბენეფიციარების სოციალური მედია-პოსტებიდან თუ იღებს. სულ მცირე, ამ დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი, მათ შორის პარლამენტზე თავდასხმაში,’’ - წერს პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, უცხოური ფულის დიდი ნაწილი ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ჯიბეებიდან მოედინება, რომლებიც, დიდი ალბათობით, სულაც არ მოიწონებდნენ ამ ფულის ამგვარი მიზნებისთვის ხარჯვას.


ამ სადაო ფინანსების მნიშვნელოვან ასპექტს ისიც წარმოადგენს, რომ ამ ფულის დიდი ნაწილი საქართველოში შემოდის, როგორც დემოკრატიული დახმარება. თუმცა, მისი ნაწილი პოლარიზაციის გაღრმავებასა და კანონიერების დაზარალებას ხმარდება (სულ ახლახანს გაირკვა, რომ EED-ის ფული გამოიყენებოდა პოლიციის წინააღმდეგ ძალადობრივი წინააღმდეგობსათვის ადმინისტრაციული ჯარიმების გადასახდელად). ასევე, ამ ფულის დიდი ნაწილი ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ჯიბეებიდან მოედინება, რომლებიც, დიდი ალბათობით, სულაც არ მოიწონებდნენ ამ ფულის ამგვარი მიზნებისთვის ხარჯვას. გადასახადის გადამხდელთა თანხებს რაც შეეხება, EED-ის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტიც არსებობს. ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა ახლახანს შეიმუშავა რეზოლუცია, რომელიც გამჭვირვალების ქართულ კანონს აკრიტიკებდა. იმავდროულად, ეს კანონი სწორედ უცხოეთიდან შემოსულ ფარულ ფულს შეეხება, მათ შორის EED-იდან შემოსულსაც, რომლის მმართველ საბჭოში თავად ევროპარლამენტარები შედიან (მაკალისტერის გარდა, EED-ის მმართველებს შორის არიან ქართულ პოლიტიკაში ღრმად ჩაფლული ანა ფოტიგა და მაიკლ გალერიც). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპარლამენტარები თავიანთ პოლიტიკურ გავლენას თავიანთი სპეციფიკური ინტერესებისათვის იყენებენ, რითაც EED-ის პროექტებს გაუმჭვირვალეს ტოვებენ. ირონიაა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც გამჭვირვალების კანონს აკრიტიკებენ, თავად გაუმჭვირვალენი არიან. ჩვენ მაინც გვინდა მათთან თანამშრომლობა, მაგრამ NED-ი და EED-ი უნდა გადაერთონ იმაზე, რისთვისაც არიან მოწოდებულნი, კერძოდ, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობაზე და არა რადიკალიზმისა და პოლარიზაციის დაფინანსებაზე. ისინი გამჭვირვალენი უნდა გახდნენ მათთვის, ვისაც ეხმარებიან. დახმარება მეურვეობას არ ნიშნავს,’’ - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები