16 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
განსხვავებულ მოსაზრებებში ტრაგედია არ უნდა დავინახოთ, ბევრი შეფასება, რომელსაც ვისმენთ, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია - მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სატელეფონო საუბრის შემდეგ, მხარეების მიერ გავრცელებულ განცხადებებს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა.

სარჯველაძის თქმით, შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული აზრი და ეს ტრაგედია არ არის.

მისივე განცხადებით, ბევრი შეფასება, რომელიც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვრცელდება, გადაჭარბებულია.

"განსხვავებულ მოსაზრებებში ტრაგედია არ უნდა დავინახოთ. შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, ამისთვის არსებობს დისკუსია პარტნიორებთანაც და ქვეყნის შიგნითაც. მის უდიდებულესობა ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება. არ მგონია, ისე იყოს მდგომარეობა, რომ ჩვენ ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟის ატეხის საბაბი არსებობდეს. ბევრი შეფასება, რომელსაც ვისმენთ, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დასრულების შემდეგ, შარლ მიშელმა განაცხადა,რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის და ეს შანსი ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება აუცილებელი პირობაა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის - ე.წ დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის.

დღის ამბები