27 აპრილი 2024,   06:56
ვრცლად
ურთიერთბრალდებები თანაგუნდელებს შორის-"ევროპული საქართველო" ენმ-ს თავდაუსხმელობის მემორანდუმის დარღვევაში ადანაშაულებს

დაპირისპირების ახალი ტალღა ყოფილ თანაგუნდელებს შორის - წარსულში ჩადენილი შეცდომები ”ნაციონალური მოძრაობის” რიგებიდან წასულებს ყოფილმა თანაგუნდელმა კახეთში, სოფელ ხოდაშენის ამომრჩეველთან შეხვედრაზე შეახსენა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებზე პასუხისმგებლობა ”ევროპული საქართველოს” წევრებს დააკისრა და მოსახლეობასთან იმ ფინანსური რესურსზე ილაპარაკა, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ ბოლო არჩევნებზე დახარჯა.

ამომრჩევლებთან გაკეთებული ამ განცხადების გამო, დავით ბაქრაძის გუნდმა გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. რამდენიმე დღის წინ, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის შუამავლობით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ წინასაარჩევნოდ თავდაუსხმელობის მემორანდუმი გააფორმეს. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები ყოფილი თანაგუნდელებისგან ახლა ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ - რატომ ცდილობს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი „ევროპული საქართველოს“ დისკრედიტაციას.

დღის ამბები