29 ნოემბერი 2026,   12:46
ვრცლად
ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში პროგრამის, "საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში, მევენახე ფერმერებისთვის საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო საშუალებების გადაცემის პროცესს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამის, "საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში, მევენახე ფერმერებისთვის საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო საშუალებების ბენეფიციარებისთვის გადაცემის პროცესს დაესწრო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, ასევე KTW-ს ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში ჩხავერის ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო, საწარმოს წარმომადგენლებისგან ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესის შესახებ მოისმინა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და ფერმერებთან ეფექტიანი თანამშრომლობა ადგილობრივი მევენახეობის განვითარებისა და მოსავლის შეუფერხებელი რეალიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დღის ამბები