09 დეკემბერი 2021,   11:55
ვრცლად
კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში - 6,3 მაგნიტუდის ბიძგები კუნძულ ლომბოკზე დაფიქსირდა

კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიაში. 6,3 მაგნიტუდის ბიძგები ისევ კუნძულ ლომბოკზე დაფიქსირდა, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიწისძვრამ უკვე ორჯერ დააზარალა.

სეისმოლოგების განცხადებით, ბიძგები კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში 8 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა.

ადგილობრივები პანიკამ მოიცვა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

5 და 10 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრების გამო ლომბოკზე 430-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები