27 აპრილი 2024,   04:11
ვრცლად
კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5720 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5862 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0142 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 2.9791 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9933 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0142 ლარი შეადგინა.

 

 

დღის ამბები