05 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
პარიზში საუდის არაბეთის პრინცესა გაქურდეს

პარიზში საუდის არაბეთის პრინცესა გაქურდეს. სამეფო ოჯახის წევრს პრესტიჟულ სასტუმრო "რიცის" ნომრიდან, 800 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოპარეს. შემთხვევა პარასკევს საღამოს მოხდა, როდესაც პრინცესა სასტუმროში არ იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრი, რომლის ვინაობასაც პოლიცია ამ დრომდე არ ასახელებს, ძვირფას ნივთებს სასტუმროს ნომრის სეიფში არ ინახავდა.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები