27 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
ხმას არ მივცემ ზურაბიშვილს იმიტომ, რომ არ მომწონს... ალბათ, ხმის მიცემის უფლებას ჩამოგვართმევს - მამა კახაბერ გოგოტიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს პასუხობს

მღვდლებზე და მღვდელმთავრებზე მიტანილი იერიშის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სასულიერო პირები პასუხობენ. ეკლესიის კონკორდატის დარღვევაში დადანაშაულება წმინდა სინოდის წევრებისთვის და რიგითი მღვდელმთავრებისთვის მიუღებელია. მამა კახაბერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერს, რადგან მისთვის მიუღებელია ეს კანდიდატი.

მამა კახაბერის თქმით, სასულიერო პირებს აზრის გამოხატვის უფლება ისევე აქვთ, როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეებს.

"ის რომ ეკლესია ერევა ეს ტყუილია, ეკლესია არ ერევა. ისევე როგორც მე ჩემი პირადი აზრი შემიძლია გამოვხატო და გითხრათ, რომ მე არ მაქვს უფლება მრევლს მოვუწოდო, რომ ან ამას მიეცით ხმა ან იმას, ეს ჩემი მხრიდან არ იქნება სამართლიანი იმიტომ რომ ყველას თავისი არჩევანი აქვს და ვისაც მოსწონს მისცემს ხმას სალომე ზურაბიშვილს.

"პირადად მე არ ვაპირებ რომ მას მივცე ხმა და ამის უფლება მაქვს, როგორც მოქალაქეს. იმიტომ რომ არ მომწონს. თავს შევიკავებდი კონკრეტული მიზეზების დასახელებისგან მაგრამ არ მომწონს მისი პოზიციები, თუნდაც ომის დაწყებასთან დაკავშირებით და სხვა მრავალი.  

"თითქოს ირღვევა კონკორდატი ეს არ არის სიმართლე, კონკორდატი დაირღვეოდა მაშინ ეკლესიას რომ დაერღვია კონსტიტუციის რომელიმე მუხლი, ეკლესიას კონსტიტუციის რომელიმე მუხლი არ დაურღვევია. ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენი მოქალაქეობრივი უფლებაა, რომ გაგვაჩნდეს ჩვენი აზრი. ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. კანონით არის ეს მიღებული  და როგორ სასულიერო პირს არ აქვს? მაშინ პასპორტები უნდა ჩამოგვართვან ან არჩევნების მონაწილების უფლება არ უნდა მოგვცენ.

"გამოდის რომ მას პრეზიდენტობის შემთხვევაში რომ თქვა, ეკლესიას მივხედავო, მოგვხედავს ასე, რომ ან მოქალაქეობას ჩამოგვართმევს ან არჩევნებში აგვიკრძალავს მონაწილეობის მიღებას"-ამბობს მამა კახაბერ გოგოტიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები