19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
​მე ნამდვილად არ ვისურვებდი ვიყო, იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ - რომან კაკულია "იბერიას" საქმეზე 

​მე ნამდვილად არ ვისურვებდი ვიყო, იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან კაკულიამ გააკეთა. 

კაკულია ტელეკომპანია "იბერიას" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და იმ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების სახელით ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდება. 

კერძოდ; საქმე ეხება ბიზნეს წილების გადანაწილებას და კონკრეტული თანხების "ოცნების ბიუჯეტში" გადარიცხვას. გარდა ამისა საუბარია რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ "ომეგა ჯგუფისთვის" პრობლემების მოგვარებაზე და ტელეკომპანია "იბერიის" დათმობაზე. ჩანაწერებში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გარდა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს. 

მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ ის რაც აუდიო ჩანაწერებში ისმის შემაშფოთებელია. 

"საკმაოდ შემაშფოთებელია ის ტექსტები, რომელიც ისმის. ჩვენ ვერ შევქმენით სამართლის და სასამართლოს ის ხარისხი ამ ქვეყანაში, როდესაც ძალიან მაღალი ხარისხის ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაველოდოთ სასამართლოს და სასამართლო იტყვის რა არის აქ მთავარი გამოწვევა. 
და ეს არ არის ის მოლოდინი, რაც ქართველ ხალხს ჰქონდა "ოცნების" მიმართ, ეს ყველაფერი თუ  ხდებოდა იმ დროს როდესაც "ქართული ოცნება" იყო ხელისუფლებაში. ჩვენი მთავარი გამოწვევა საზოგადოების წინაშე ეს გახლავთ, ამიტომ ჩვენს ინტერესებში შედის სიმართლის დადგენა. 

არ გამოვრიცხავ არაფერს და კონკრეტულ ფრაზებს არ მოვიგონებ რომ გავალამაზო ეს სიტუაცია. თუმცა პირდაპირ ვერც ვერავის დავადანაშაულებ. 

​მე ნამდვილად არ ვისურვებდი ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ.

მე დარწმუნებული ვარ რომ გამოიკვეთება სიმართლე რომელიც იქნება სასარგებლოდ  ჩვენი გუნდის და მე ამას ველოდები და  სურვილი მაქვს ასე დამთავრდეს ეს ყველაფერი, "-განაცხადა რომან კაკულიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები